სექტემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო

664

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულებამ სექტემბერში 4 033 485 ლარი შეადგინა.

მმართველმა პარტიამ ფულადი შემოწირულება 19 იურიდიული პირისგან 1 398 760 ლარი მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ შემოწირულობა შეადგენს 335 964 ლარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 36 136 ლარია, „პატრიოთა ალიანსის“ – 29 882 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ – 29 300 ლარი, „ეროვნული ფორუმის“ – 23 270 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობის“ – 17 098 ლარი, „ახალი პოლიტიკურ ცენტრი – გირჩის“ – 7 400 ლარი.
დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის შემოწირულებები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: გულო ზუმბაძე – 15 500 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილი – 15 146 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე – 7 300 ლარი, ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი – 1 830 ლარი.
საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებებმა სექტემბერში, ჯამში, 4 560 667 ლარი შეადგინა.

წყარო: მედია ცენტრი კახეთი

ფოტო: მედია ცენტრი კახეთი