2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:
მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე; მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი); მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი) ; კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი); მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი) ; ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი); ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)
ევროპარლამენტარები საქართველოში 29–30 სექტემბერს ჩამოვლენ და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს.