იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ქალაქად უნდა ვაქციო

727

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, სტუდენტური ცხოვრება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან უნდა ინტეგრირდეს, რაც ქუთაისს განათლების და კულტურის რეალურ ცენტრად აქცევს.მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით ცნობილი ქალაქი, იგი ახალგაზრდებისთვის არა მარტო საუკეთესო განათლების მიღების, არამედ გართობის ახალი დანიშნულების ადგილად უნდა იქცეს.

„ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქად უნდა ვაქციოთ. ყველა განსახორცილებელი პროექტი თქვენი თაობისთვის მომხიბვლელი უნდა იყოს და ქუთაისში თვითრეალიზების საშუალებას უნდა გაძლევდეთ”, – მიმართა ქუთაისელ ახალგაზრდებს იოსებ ხახალეიშვილმა.