ცნობილია, ვინ დაესხა თავს აბაშაში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს

430

წინა სტატია

დადგენილა ის პირები, ვინც აბაშაში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელს უშლიდა. აბაშის საკრებულოში  ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატებმა და საარჩევნო შტაბის წევრებმა მთავარი არხის ჯგუფს გუშინ გზა გადაუკეტეს და კამერის წართმევა სცადეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

განსაკუთრებული  აგრესიულობით გამოირჩეოდა ლევან დუნდუა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას ბიძაშვილია.

გადამღებ ჯგუფს თეა წულუკიანთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა აბაშის საკრებულოს მოქმედი წევრი და ოცნების დეპუტატობის კანდიდატი პროკოფი ნიკურაძე.

ინციდენტს აბაშის პოლიციის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, თუმცა, მოძალადეებისთვის ხელი არავის შეუშლია.

თავდასხმა “ოცნების” დეპუტატის სახლთან მოხდა, სადაც პარლამენტარი ლევან მგალობლიშვილი თეა წულუკიანს მასპინძლობდა.