სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.