თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ასევე მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმდეს. ინიციატივა საზოგადოება “ბათომს” ეკუთვნის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დასაცავად ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს 1 ოქტომბერს, 13 სთ-ზე ბულვარის კოლონადებთან ელოდებიან.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნაწილში უხეში ჩარევა, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების ძეგლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აკნინებს და ზიანს აყენებს ქალაქს, ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქის განვითარებისთვის.