ხაშურში “ოცნების” აგიტატორი ამბობს, რომ პლაკატების გაკვრის დროს, გახარიას პარტიის კანდიდატმა სცემა

654

ინციდენტი ხაშურში – “ქართული ოცნების” აგიტატორი ირწმუნება, რომ მას პლაკატების გაკვრის დროს, ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წაღვლის თემის მაჟორიტარობის კანდიდატმა სცემა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

ნონა გრიგალაშვილის თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც როდესაც ის “ოცნების” სააგიტაციო მასალას აკრავდა.

წაღვლის თემში გახარიას პარტიიდან კენჭს  ჯონდო კაპანაძე იყრის.

ინციდენტზე გომელაურის უწყებამ ძალადობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო

ნონა გრიგალაშვილმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა გახარიას მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯონდო კაპანაძემ მიაყენა. ქალი ახლა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, მას მედიასთან კომუნიკაცია არ სურს.

“ძალადობა არის დასაგმობი, მითუმეტეს ქალზე ძალადობა და მოვუწოდებ, რომ ყველას ღირსეულად მოიქცნენ. მე მგონი თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ ის ქალბატონი იყო გამოკითხვაზე, ხომ?! დაველოდოთ გამოძიებას და გვეტყვიან ყველაფერს. შეურაცხყოფის ფაქტი რომ იყო ვიცი, შესაძლებელია ფიზიკურიც იყო და სიტყვიერიც”, – ამბობენ “ქართული ოცნების” შტაბში

გახარიას პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მათ “ოცნება” პროვოკაციას უწყობს.