კობახიძე: ერი და ბერი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ – ძალიან მყარად მოვიგებთ

144

“კანონიერი ქურდებით” წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ერი და ბერი“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რის საფუძველზეც პარტია არჩევნებს მოიგებს.

„”კანონიერი ქურდებით” წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ერს და ბერს არჩევნებში, ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. ერი და ბერი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ამის საფუძველზე ძალიან მყარად მოვიგებთ არჩევნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კითხვაზე რას ფიქრობს, იმაზე, რომ სუს-ის აგენტები მერობის კანდიდატებად არიან დანიშნულები, აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი და აღნიშნავს, რომ „ფეიკ ნიუსის“ მიმართ სამართლებრივი ზომების გატარება მნიშვნელოვანია.

„ეს არის სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი „ფეიკი“, მათ შორის ამ რეგიონსაც შეეხო ეს ტყუილი, რომელიც ამ ტელევიზიის ეთერში გავრცელდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ „ფეიკ ნიუსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მივიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტყუილის გატარება. სასურველი იქნება, რომ შესაბამისმა კანდიდატებმა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს მიმართონ, რათა კონკრეტული სააკაშვილის ტელევიზიისგან ამ მცდარი ინფორმაციის თაობაზე ბოდიშის მოხდა მოითხოვონ“, – განაცხადა კობახიძემ.