გურჯაანის რაიონში წლებია მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის.
მოქალაქეები სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე კერძო ტაქსებით გადაადგილდებიან,რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, ავტომობილების უმრავლესობა კი ძველი და ამორტიზებულია. როგორ გეგმავენ ამ პრობლემის მოგვარებას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის მერობის კანდიდატები? ამ თემაზე გურჯაანის ტელევიზია სიუჟეტს ავრცელებს.