ირაკლი კობახიძე: 2 ოქტომბრის ღამეს, მელია მივარდება ცესკოსთან, მოვარდება პარლამენტთან, პარტიასთან, შეიძლება ყველგან მივარდეს

285

იქნება რაღაც, 2 ოქტომბრის ღამეს, მელია მივარდება ცესკოსთან, მოვარდება პარლამენტთან, პარტიასთან, შეიძლება ყველგან მივარდეს, მაგრამ მისი ყველა მცდელობა იქნება განწირული , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ქუჩისა და არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვს.

„წინა არჩევნების შემდეგ საბოტაჟი ექვსი თვე გაგრძელდა, მაგრამ ქუჩა არ იყო ამის მიზეზი, სხვა მიზეზები ჰქონდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მათ ამის რესურსიც აღარ აქვთ. მათ არ აქვთ ქუჩის რესურსი, რადგან ქუჩას სჭირდება იგივე, რაც სჭირდება არჩევნების მოგებას. ეს არის საზოგადოების დგომა შენს უკან. ზუსტად ეს არ აქვს „ნაცმოძრაობას“, მის უკან არ დგას საზოგადოება და მას ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ არც ქუჩისა და არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვს. დამთავრებული ამბავია. იქნება რაღაც, 2 ოქტომბრის ღამეს მელია მივარდება ცესკოსთან, მოვარდება პარლამენტთან, პარტიასთან, შეიძლება ყველგან მივარდეს, მაგრამ მისი ყველა მცდელობა იქნება განწირული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა 2024 წლამდე არჩევნები, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ 2024 წლამდე არავითარი არჩევნები არ იქნება.

„ქვეყანას სჭირდება დამშვიდების სამწლიანი პერიოდი და მას ეს პერიოდი ექნება, რაც აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საგარეო პოზიციების გაძლერებისთვის და სხვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.