“ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს. ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოლქს გამოვიტანთ ხელუხლებელს”, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“და საქართველო, ქართველი ადამიანი, მისი ერი, ამაყი და პატიოსანი, გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე.
ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს და 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია. ჩვენ ყველანი ვწერთ ისტორიას 2 ოქტომბერს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.