ხიდმაღალას (სუფსის თემი) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ნანა ვასაძის საცხოვრებელი სახლის წინ, პარტია “ქართული ოცნების” სიმბოლიკებიანი დროშა ფრიალებს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
კანონსაწინააღმდეგო წინასაარჩევნო აგიტაციაზე რეაგირებისთვის ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სარჩელით ოპოზიციის წარმომადგენელმა უკვე მიმართა და თუკი სასამართლო, როგორც ხშირ შემთხვევაში, ამჯერადაც” ოცნების” ინტერესიდან არ გამოვა, კანონის დამრღვევ ქალბატონს 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს და კომისიის დატოვებაც.