წილოსანი: საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დიდი დიღმის მცხოვრებლების უკმაყოფილებას ვიღებ

262

“საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის ყველა მცხოვრების უკმაყოფილებას ვიღებ” – ამის შესახებ “საქმიან დილაში” თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი დიღმის ნაწილში სხვა რაიონებთან შედარებით, ვითარება უფრო რთულადაა. ყველა იმ უკმაყოფილებას ვიღებ, რომელიც იქ მცხოვრები მომხმარებლისგან არსებობს. ყველა ექსპერტის დასტურით ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები იმ კონკრეტული ტერიტორიებიდან მაცხოვრებლების გამოყვანას შეძლებენ, ხოლო ავტობუსებს იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ დღის განმავლობაში ბევრი ბრუნი გააკეთონ და ტრანსპორტის მოლოდინის რეჟიმი შევამციროთ”, – აღნიშნა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.