„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა რუსთავში მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს

255

პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები” ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია და გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა რუსთავის მერობის კანდიდატი და საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი წარადგინეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის საკრებულოში წარმოდგენილი იყოს პარტია „ევროპელი დემოკრატები“. ის დეპუტატი, რომელიც ჩვენგან გახდება საკრებულოს წევრი, აბსოლუტურად თავისუფალი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაში, ის იქნება რუსთაველების ინტერესების დამცველი და გამტარებელი საკრებულოში”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსთაველებისთვის აქტუალურ პრობლემებზე.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა ადგილობრივებთან თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს.