კალაძე ქილის გადაგდებაზე: საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში

443

წინა სტატია

მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ქილაში, რომელიც თითის კვრით დებატების დროს ძირს გადააგდო, საკვების გარდა ყველაფერი იყო. მისივე თქმით, ქილაში არ იყო უფასო სასადილოს საკვები და ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, მიხეილ ქუმსიშვილს შოუს დადგმა სურდა.

“საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში. [არ არის ის რაციონი, რასაც სასადილოებში აჭმევენ] ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, ეს იყო უბრალოდ შოუ, რომლის მოწყობაც სცადა ამ კონკრეტულმა ადამიანმა”, — თქვა კახა კალაძემ.

გუშინ, 21 სექტემბერს, ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში ქილით უფასო სასადილოს საკვები მიუტანა, კალაძემ კი ქილას თითი ჰკრა და ტრიბუნიდან გადააგდო.