“ძეგლს ვერ დაუდგამდა იქ და ტრიბუნაზეც ვერ დაიდებდა” – ასე ამართლებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი სატელევიზიო დებატების მიმდინარეობისას კახა კალაძის მიერ წილის გადაგდებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მას ქილა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა მიუტანა და თქვა, რომ ეს უფასო სასადილოს საკვები იყო.
“ჩემი აზრით, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კახა კალაძე უალტერნატივო იყო გუშინდელი დებატების შემდეგ. არაა საჭირო გაკაპასებული კითხვები, გუშინ ლეიბორისტების კანდიდატი იყო თავისთავად მისული იქ პროვოკაციისთვის, იტყუებოდა როდესაც მიუტანა ნივრით თუ წიწაკით სავსე ქილა კანდიდატს და უთხრა, რომ ეს არის დღიური რაციონი”, – თქვა ბექა დავითულიანმა.