რატომ ვერ ხერხდება უკანონო მშენებლობების აღკვეთა ბათუმში – ირაკლი კობახიძის პასუხი

217

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრინციპული პოლიტიკური ნება აქვთ, სივრცითი მოწყობა ისე დარეგულირდეს, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კითხვას, რატომ ვერ ხერხდება უკანონო მშენებლობების აღკვეთა.

კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი აუცილებლად გაამკაცრებს კანონს. გარდა იმისა, რომ მმართველ გუნდში, საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ, უკანონო მშნებელობების ბუმს მიაწერენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ქაოტური განაშენიანება მემკვიდრეობით მიღებული პრობლემაა.

რატომ არ აღმოჩნდა საკმარსი ცხრა წელი ცვლილებებისთვის, ოცნების ლიდერის თქმით, აქვთ მთავარი – პოლიტიკური ნება. რაც შეეხება კონკრეტულად ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შვიდი უკანონო კორპუსის მშენებლობას, კობახიძის თქმით, შესაძლებელი იყო, ყველაფერი უფრო სწრაფად დარეგულირებულიყო.

როგორც ცნობილია, ბათუმის მუნიციპალურმა ინპექციამ დეველოპერი ექვსჯერ დააჯარიმა, თუმცა, პროცესი ვერ შეაჩერა