ბათუმში რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

232

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობის შედეგად შექმნილი შეფერხების გამო, ცვლილება განხორციელდა №1; №1ა; №7 და №7ა სამარშრუტო ხაზებზე, რომლებიც თავდადებულის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას განაგრძობენ ასათიანის ქუჩის გავლით.

მათივე ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.