საზოგადოებრივ მაუწყებელში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატებისას ყოფილმა ექსპრემიერმა გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელ კახა კალაძეს ჰკითხა, დაუჯდება დებატებში პირისპირ, თუ ჯერ პოლიტიკურად უნდა გაიზარდოს. თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კი უპასუხა, რომ ჯერ კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდნენ.
“დამიჯდები დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?”, — ჰკითხა გახარიამ, რაზეც კალაძე პასუხობს.
“კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა აგახდეთ და ამის შემდეგ გექნებათ გექნებათ იმის შესაძლებლობა ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან და რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში”.
საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.