“განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 15 გამოცხადებული ტენდერიდან 11-ში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც მანამდეც ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებს იგებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევების თანახმად, “განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 500 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 350 მლნ – ბიუჯეტის, ხოლო 150 მლნ ლარი დონორის დაფინანსებაა.
15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს საბა კონსტრაქშენი გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
საბა კონსტრაქშენი წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებდა.
5 შემთხვევაში გამარჯვებული შპს დაგი გახდა, მას კონკურენტი არცერთ ტენდერში არ ჰყოლია.
შპს დაგი “ინფრასტურქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრია და სახელმწიფო სტრუქტურებთან საკმაოდ ძვირადღირებული ტენდერები აქვს გაფორმებული.