“ქართული ოცნება” ხარაგაულში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება”, – ინფორმაციას პარტია ,,საქართველოსთვის” ხარაგაულის მერობის კანდიდატი ავრცელებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ვარლამ თავზარაშვილის განცხადებით, რაიონში მოსახლების დაშინება და ზეწოლა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, პოსტი დატოვა #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა.
თავზარაშვილის ინფორმაციით, კომისიის მდივანს მაყვალა სულაქველიძეს თანამდებობის დატოვება, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა და კომისიის თავმჯდომარემ აიძულეს.
მისივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოსახლეობას სოციალური დახმარების შეწყვეტითაც ემუქრებიან, ცენტრალურ მაგისტრალზე დასაქმებულებს კი არჩევნებზე #41-ის შემოხაზვას სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებენ.