როგორი იქნება “პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული”, რომელიც რიჟვაძემ დააანონსა — ფოტოები

281

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში “პალმის მსგავსი” ხელოვნური კუნძული დააანონსა. მას პროექტის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ საინვესტიციო ჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.

მოგვიანებით აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა ჯაბა სურმანიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და დაწერა, რომ ეს არის ხელოვნური კუნძულის პირველადი ვერსია.