რას ჰპირდებიან ოზურგეთის მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს?

682

“გურიის სამოქალაქო ცენტრი” და “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” ახორციელებენ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილ პროექტს – “ინფორმირებული არჩევანი”, რომლის მიზანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტებს შორის საგნობრივი დისკუსიის წახალისება და ინტერესთა ჯგუფებზე მორგებული წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერაა.

პროექტის გუნდმა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად და მიღებული ინფორმაციის საარჩევნო სუბიექტებისთვის გასაცნობად, მოამზადა კვლევა, რათა შემდგომ ამ რეალური საჭიროებების ასახვა და პრობლემების მოგვარების გზები ასახულიყო მათ პოლიტიკურ პროგრამებში.

კვლევაში მონაწილეობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი: აჭარელი თემი, ურბანული მოსახლოება და ახალგაზრდები.

აღნიშნული ჯგუფების საჭიროებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, პროექტის გუნდმა ასევე გაანალიზა ოზურგეთის 2017-2021 წლის ბიუჯეტი, მიმართა ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაცებს, დაესახელებინათ მათთვის პრიორიტეტული საკითხები და ჩაატარა სამაგიდო მოკვლევა. სამაგიდო მოკვლევისას, შესწავლილ იქნა ახალგაზრდობის სააგენტოს კვლევა – “ახალგაზრდობის საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევა” (2020 წელი), რომელიც ეხება ახალგაზრდების მხრიდან საჯარო და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობასა და ახალგაზრდულ სერვისებს და “საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა” (2017 წელი), რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა შვიდი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლოებას აწუხებს. პრობლემების შინაარსიდან გამომდინარე, პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მიმართა მერობის კანდიდატებს შვიდი კითხვით, თუ როგორ აპირებენ ისინი ამ პრობლემების გადაჭრას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

გათავაზობთ ამ კითხვებს და მათ პასუხებს: