„ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ ხაშურსა და ბორჯომში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კოჟორიძის თქმით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს და მრავალპარტიული დაბალანსებული მმართველობა დაიწყოს.
“ხაშურში სოფელ ფლევში „ლელოს“ გუნდს წარადგენს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება კობა ნოზაძე, ხოლო სურამში პარტიის სახელით იბრძოლებს მზია გრიგალაშვილი. ცოცხნარაში კობა ხაჩიძე. ესენი არიან ,,ლელოს“ ღირსეული კანდიდატები და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს ადამიანები გავლენ საკრებულოში და მივალთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
,,ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ბორჯომშიც. პარტიის სახელით, ბორჯომის 33.01 ოლქში კენჭს იზოლდა ლომიძე იყრის, ხოლო 36.02 ოლქში – ელდარ გელაშვილი.
ასევე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ ყვარელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, პარალელურად კი, მოსახლეობას შეხვდა და კანდიდატებთან ერთად არჩევნებზე მისვლის საჭიროებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, კანდიდატები, რომლებიც ყვარელში წარადგინეს თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და მათ იციან როგორ დაუდგნენ მხარში ყვარელს.
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია:
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის N1, N2, N3 უბნებზე ნუგზარ კახაშვილი;
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის N4,N5,N29 უბნებზე – ვაჟა ბეჟანიშვილი;
შილდის მაჟორიტარობის კანდიდატი – ლევან კაკონაშვილი;
ახალსოფლის,თივის,სარუსოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – თემურ ბერიანიძე;
საბუის,ალმატის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა სამყურაშვილი, ხოლო ენისელი,გრემის,შაქრიანის, გრძელიჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მარინა მამისაშვილი.