საარჩევნო ბლოკმა „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ ქუთაისში იმერეთის რეგიონის კანდიდატები წარადგინა.
1. გოგი წულაია – ქუთაისის მერად;
2. გია ყრუაშვილი – ხარაგაულის მერად;
3. გია თუთბერიძე – ზესტაფონის მერად;
4. ოთარ ჯანელიძე – წყალტუბოს მერად;
5. თეიმურაზ გუმბერიძე – ბაღდადის საკრებულოს თავმჯდომარედ;
6. რევაზ მაჭარაშვილი – თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარედ;
7. ვლადიმერ ქანთარია – სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარედ;
8. თენგიზ ჭიქაბერიძე – ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარედ;
9. ელიზბარ ბიწაძე – ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარედ;
10. მიხეილ რუხაძე – ხონის საკრებულოს თავმჯდომარედ.
წარდგენა ქუთაისის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა – გიორგი ახვლედიანმა.
დღესვე კახა კუკავა ქუთაისში დევნილებს შეხვდება.
წყარო: 1tv.ge