რუსთავის მერები – ვინ და რომელ წლებში იყო ქალაქის პირველი პირი

1611
რუსთავის მერია

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ქალაქის ისტორია, სხვადასხვა დროს, 8 მერს ითვლის. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

ინდუსტრიული ქალაქის პირველი მერი სოსო არეშიძეა, მან თანამდებობა  1993 წელს დაიკავა და ქალაქის პირველი პირი 1995 წლამდე იყო.

შემდეგი მერი  მერაბ ტყეშელაშვილია, რომელიც  ორი ვადით თავდაპირველად 1995-1999 წლებში , ხოლო მეორედ  2002-2005 წლებში იკავებდა თანამდებობას.

ასევე ორი ვადით მოღვაწეობდა ლაშა მინდელიც, 1999-2001/2012-2013 წლებში.

მომდევნო მერი იყო  დავით ნადაშვილი 2005-2008 წლებში.

ნადაშვილის შემდეგ, რუსთავის მერად მამუკა ჩიქოვანი დაინიშნა, რომელიც 2008-2011 წლებში იკავებდა მერის თანამდებობას.

მამუკა ჩიქოვანი 2011-2013 წლებში ზაქარია დარჩიაშვილმა ჩაანაცვლა.

დავით ჯიქია 2013-2017 წლებში  იკავებდა მერის თანამდებობას.

შემდეგი და მოქმედი მერი 2017 წლიდან ირაკლი ტაბაღუაა.  ვინ დაიკავებს მის ადგილს სწორედ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გავიგებთ.