გორში, ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების უმრავლესობა არ წარმოადგენს პირადად მის მიერ შერჩეულ კადრს. ნაწილი საკრებულოს მოქმედი წევრია, ნაწილი – ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ზაზა მათოშვილი – გორის სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი – მოსამართლის თანაშემწე. საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ადვოკატი
ბექა ლობჟანიძე, – სპორტსმენი, შიდა ქართლის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი
დავით სარალიძე, – 2013 წლიდან დააფუძნა აუდიტორული კომპანია შპს ,,აუდიტ მრჩეველი” და პარტნიორად ჰყავდა ბადრი ნანეტაშვილი. ნანეტაშვილი იმავე წელს გაათავისუფლდა კომპანიის დირექტორის პოსტიდან. ნანეტაშვილმა თავისი 50% წილი უსასყიდლოდ დაუთმო ბადრი ნანეტაშვილს. ტელეკომპანია ,,თრიალეთის” დამფუძნებელი ნანეტაშვილი ამჟამად შერიგების მინისტრის მოადგილეა.
მერაბ მელანაშვილი, – სოფელ ნიქოზიდან. გორის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან.
მამუკა ბაზანდარაშვილი, – სოფელ კარალეთიდან, იყო სოფლის წარმომადგენელი ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, შემდეგ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ პატრიოტთა ალიანსის რიგებში გაწევრიანდა. ახლა ,,ქართული ოცნების” კანდიდატია.
ასმათ ტალახაძე, – კენჭს იყრის მეჯვრისხევში. 1993 წლიდან მუშაობდა მეჯვრისხევის ცენტრალიზებულ ბუღალტერიაში ბუღალტრად, 2003-2009 წლებში მუშაობდა ,,ლიბერთი ბანკის” ოპერატორად, 2015 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ბუღალტრად, 2017 წელს კი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბუღალტრად. ასმათ ტალახაძე 2017 წელს არჩეული იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერად მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეულში მაჟორიტარად.
იოსებ მუმლაძე, – ძევერიდან. იყო გორის რაიონის გამგებელი 2005-2007 წწ. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი გუნდის წევრების დაპატიმრებები და დევნა დაიწყო, სოსო მუმლაძე მათ რიგში აღმოჩნდა. 2012 წლიდან სოსო მუმლაძე კოალიცია ,,ქართული ოცნების” რიგებში აღმოჩნდა. მოხვდა საკრებულოში ,,კონსერვატორების” სახელით.
ჯაბა იმერლიშვილი, – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, გორის თვითმმართველ თემში ოქრუაშვილის პარტიიდან მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, წელს ,,ქართულ ოცნებას” შეუერთდა.
ბორის გოგიჩაიშვილი, – სოფელი ხიდისთავი, სპორტსმენი, ძიუდო, სსრკს ჩემპიონი 1978 წელს. ღვინის მწარმოებელი კომპანიის ,,საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
კობა ბერიანიძე, – სოფელი ბერშუეთი, სპორტსმენი, ფეხბურთელი
გიორგი შიოშვილი, – სოფელი ბერბუკი, საკრებულოს მოქმედი წევრი, კულტურის სამსახურის უფროსის ძმა.
მანუჩარ ლაფაჩი – სოფელი სკრა, საკრებულოს მოქმედი წევრი