საარჩევნო ბლოკმა “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო” ხარაგაულის რაიონში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ “დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ხარაგაულის მერად წარდგენილია გია ყრუაშვილი; რატი იჩქიტიძე – ორეშის მაჟორიტარად; გიორგი სარალიძე – ვარძიის მაჟორიტარად; კახაბერ ყრუაშვილი – საღანძილის მაჟორიტარად; ვახტანგ ლაცაბიძე – მოლითის მაჟორიტარად; ვლადიმერ ბარბაქაძე – ბორითის მაჟორიტარად; მალხაზ ტალახაძე – წიფის მაჟორიტარად; ირაკლი იჩქიტიძე – ვახანის მაჟორიტარად; თამაზ ციცქიშვილი – წყალაფორეთის მაჟორიტარად; ელვარდი გიორგაძე – ხარაგაულის მაჟორიტარად და ბორია ბერაძე – ხიდრის სოფლის მაჟორიტარად.
შეკრებილებს სიტყვით თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა მიმართეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი