თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ისევ უფასოა

280

თელავში ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასოა. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გარკვეული დროის განმავლობაში მგზავრობა კვლავ უფასო იქნება და არც სამომავლოდ იგეგმება გადასახადის დაწესება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს. ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა.

ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე. ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი.
ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდნენ მძღოლები. ამ დროისთვის ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 სავარაუდო მარშრუტი.