ირაკლი კიკვაძე: მერია ცრუობს, რომ ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია

352

შემდეგი სტატია

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

Როგორც ირაკლი კიკვაძე ამბობს, მერიამ მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში 111 გაჩერება არის რეაბილიტირებული, რაც მისი თქმით, ტყუილია და ბევრ ადგილზე მოსაცდელი მოწყობილი საერთოდ არაა. ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერიასა და კომპანია ,,ფორტუნა მედიას’’ შორის 2010 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას გაჩერებების რეკონსტრუქცია და მათზე დამატებითი ინფრასტრუქტურის განთავსება დაევალა, მაგრამ ხელშეკრულების ეს პუნქტი არ შესრულებულა. სამაგიეროდ, ხელისუფლება გაჩერებებს საარჩევნო ბანერების განსათავსებლად ეფექტურად იყენებს, რაც ირაკლი კიკვაძისვე შეფასებით, აჩენს ეჭვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.

“ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას გაჩერებებზე ტაბლოიდების მოწყობა, ყავის აპარატებისა და ბანკომატების განთავსება ევალებოდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში მდებარე არცერთ მოსაცდელში ინფარსტურქტურა ამგვარად გამართული არაა. თანხა, რომლის გადახდაც, ამ ხელშეკრულების მიხედვით “ფორტუნა მედიას’’ ევალება, მიზერულია და წელიწადში 2000 ლარს შეადგენს. მერია არ გვაწვდის ინფორმაციას, იხდის თუ არა ამ ფულს კომპანია, რის გამოც, ვფიქრობთ, საქმე კორუფციასთან გვაქვს. Ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიზანი სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლა და ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწყობაა, როგორც 21-ე საუკუნის ცივილურ ქალაქს ეკადრება,’’-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ქუთაისში სულ 338 გაჩერებაა.