„ლეიბორისტული პარტია“ და საარჩევნო ბლოკი “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო,” მათი წევრების მიერ ორშაბათს „არჩევანის“ სტუდიის დატოვებას ეხმაურებიან.
შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ეს იყო მხოლოდ ადგილზე ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარტიის სტრატეგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
პარტია იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობა არ მოახდენს გავლენას სამომავლო ურთიერთობებზეა.
საარჩევნო ბლოკი “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს იყო კონკრეტული რესპოდენტების მიერ ადგილზე მიღებული ემოციური გადაწყვეტილება და არანაირად არ ასახავს მათი ბლოკის ოფიციალურ პოზიციას.
ორშაბათს სამი პოლიტიკური სუბიექტის, “პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და საარჩევნო ბლოკის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლების მიერ სტუდიის დატოვებას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება.
წყარო: რუსთავი2