ქარსელაძე: გორში, სტალინის ქუჩის პრეზენტაცია რომ ვნახე, პარიზის შანზ-ელიზეს ეფექტი გამიჩნდა

588

“განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები და გორი აქ მოწინავეა, რადგან ყველაზე გრძელი, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დიდი ქუჩა შევარჩიეთ,”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გორში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

“განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები და გორი აქ მოწინავეა, რადგან ყველაზე გრძელი, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დიდი ქუჩა შევარჩიეთ. თვითონ გორელებმა შეარჩიეს, მუნიციპალიტეტმა შეარჩია. აქ არის ჩვენი პატივცემული კოტე, რომელიც პრეზენტაციას აკეთებდა და მთლიანად სტალინის ქუჩა, როგორც ისტორიული შენობა-ნაგებობები, ასევე თანამედროვე გახდება ევროპული. იმ სტანდარტის და იმ შინაარსის მქონე, რასაც ევროპა ჰქვია.

პატარა იუმორიც უნდა ჩავაქსოვო. პრეზენტაცია რომ ვნახე, რატომღაც ეფექტი გამიჩნდა პარიზის შანს-ელიზესი, მასშტაბი არის ისეთი, ძალიან დიდი ქუჩა არის და ძალიან ლამაზი გამწვანებაა. როდესაც გამოვედით პრეზენტაციიდან, რესტორანი ყოფილა, დაუსწრია ვიღაცას და შანს-ელიზე ჰქვია, ასე არ არის? იუმორი იუმორად, მაგრამ მეგობრებო, ეს შემთხვევითი არ არის, ერთ-ერთი მოწინავე ქუჩაა რაზეც ვლაპარაკობ, ესაა გული საფრანგეთის და პარიზის, დიახ, ასეთი ამბიცია გვაქვს,”- თქვა ქარსელაძემ.