საგარეჯოში მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს

279

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს სამი კანდიდატი იყრის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საგარეჯოს მე-11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ მღებრიშვილის განცხადებით, რომელიც შეეხება პარტიების მიერ წარდგენილ სიებს, გენდერული ბალანსი ყველა შემთხვევაში დაცულია.

მისი თქმით, პარტიიდან ,,ლელო” კენჭს იყრის ეკატერინე ქვლივიძე, ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია ავთანდილ გულიკაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კი კენჭს დავით ჯავახიშვილი იყრის. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.