„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
DRI-ის კვლევის თანახმად, საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პიერბის მხარდაჭერით მანიპულირებენ. განსაკუთრებული აქტივობით კი „ქართული ოცნება“ გამოირჩევა.
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“
- 10 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, წარდგენას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.[1] (იხ. დანართი #1)
- 10 სექტემბერს, პრემიერ მინისტრი გერგეტის სამებას სტუმრობდა. მან ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად „მოილოცა“. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტარები დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.[2] (იხ. დანართი #2)
- 11 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს სამცხე-ჯავახეთში.[3] ბორჯომში, ადიგენსა და ახალციხეში წარდგენებს ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც, როგორც მღვდელმთავრები, ისე ბერ-მონაზვნებიც.[4] (იხ. დანართი #3)
- 12 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვარძიაში ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერობის კანდიდატები წარადგინა. სიტყვით გამოსვლის დროს მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ვარძიის რეაბილიტაცია სრულად დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის პროცესი, რომელიც „კვლავ გრძელდება“.[5] (იხ. დანართი #4)
- 11 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. აწყურში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უმასპინძლა.[6] მეუფემ პრემიერ-მინისტრს კათედრალის რეაბილიტაციის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი აჩუქა. (იხ. დანართი #5). ამავე დღეს, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მეუფე თეოდორესთან ერთად ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრა. პრემიერი აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან ერთად შეხვდა.[7] (იხ. დანართი #6)
- 12 სექტემბერს, მთავრობის მეთაურმა აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან მეუფე თეოდორესთან და მონასტრის წინამძღვარ, იღუმენია ბარბარესთან ერთად „მოილოცა“. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მონასტრის აღდგენის პროცესი დაიწყო.[8] (იხ. დანართი #7)
საარჩევნო სუბიექტი „გახარია – საქართველოსთვის“
- 1 სექტემბერს პარტიის ლიდერმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები მეტეხისღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში წარადგინა.[9]
- 9 სექტემბერს, გიორგი გახარია სოფელ ღებში ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.[10] (იხ. დანართი #8 )
- 9 სექტემბერს, გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატები წარადგინა ონში და ამბროლაურში. წარდგენას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.[11] (იხ. დანართი #9)
ბადრი ჯაფარიძე – „ლელო საქართველოსთვის“
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ორ სექტემბერს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი, რომელიც ძველი აღქმის სიტყვებით და მცხეთისა და ჯვრის მონასტრის ხედებით იწყება.[12]
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“