სვენ მიქსერი: არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველა მხარემ უნდა აღიაროს ის შეფასება, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დადებენ

327

ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ჩვენი გზავნილი ერთია – პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს, არ იყოს ესკალაცია და არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენ ამას მოველით, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა „ქრონიკას“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველა მხარემ უნდა აღიაროს ის შეფასება, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დადებენ.

„პოლიტიკური პროცესები ისედაც დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული იყო საქართველოში და მეტი დაძაბულობა არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ეს არის ყველას პასუხისგებლობა. არჩევნებს დააკვირდება ოდირი და ასევე ევროპარალმენტის მისია. ეუთოდან იქნება ობიექტური და მიუკერძოებული დასკვნა, ამიტომ, მას ყველამ პატივი უნდა სცეს. ეს ადგილობრივი არჩევნებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.