ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩასატარებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ხაზის ოდირის შეფასების მნიშვნელობას გაუსვა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოდირის დასკვნა. ოდირი მოამზადებს დასკვნას არამარტო არჩევნების დღეზე, არამედ წინასაარჩევნო სიტუაციაზე. ოდირის დასკვნაში ეჭვი არავის გვეპარება. ჩვენც ჩავალთ ადგილზე, ვნახავთ სიტუაციას. ეს იქნება ევროპარლამენტარების მისია. მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება და როდესაც ამის პოლიტიკური ნებაა, არჩევნებიც ჩატარდება ისე, როგორც ქვეყანას შეეფერება“, – განაცხადა გალერმა.