ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს ქილერის აყვანის “იდეის დატესტვა” სთხოვეს.
“განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში სულ უფრო აქტიურად წარიმატრთება. “საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში” – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, სირცხვილიას წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებოდან.
გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, როცა “ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და მათიანის გაგორება”. ეს არის ციტატა. ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა სთხოვეს”. – ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.
კობახიძის თქმით, ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ, რადგან “მოშლილია გუნდი და მარტივად ჟონავს ინფორმაცია მათი ოფისებიდან”. მისივე სიტყვებით, ინფორმაციას რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან კავშირი არ აქვს.