საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობას ტურიზმის მიმართულებით „ძალიან ამბიციური გეგმები“ აქვს.
ამის შესახებ მან კასპში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
„ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმებიც. ყველა მუნიციპალიტეტზე იქნება სწორად მორგებული პროექტები, მათ შორის აღვადგენთ ყველა ძველ კურორტს და ახალ ტურისტულ ცენტრებს შევქმნით, რათა კიდევ უფრო მეტი ტურიტი ჩამოვიდეს საქართველოში;
წელს გვაქვს საკმოდ პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკაც ძალიან სწრაფად იზრდება“, – თქვა პრემიერმა.