ცესკო: აბსურდია გარდაცვლილის მაგივრად რომელიმე მოქალაქემ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს

195

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობას ეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა.

ცესკოში აცხადებენ, რომ არარეალური და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ გარდაცვლილის ან თუნდაც სხვა პირის მაგივრად, რომელიმე მოქალაქემ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა

„ცესკოს ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის წელიწადში 4-ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები წარუდგენენ სათანადო მონაცემებს. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შედგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა თორნიკე გოგისვანიძემ.