მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის გასამრჯელოს გაზრდა- ეს პირველი ინიციატივა იქნება პარტია „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი კანდიდატის, თუ ბათუმის საკრებულოში მოხვდება. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამ ადამიანების შრომა, გაცილებით მეტ ანაზღაურებას მოითხოვს ვიდრე დღევანდელი მოცემულობით არის. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველი რიგის აუცილებლობად, მერიის შიდა აუდიტის გაძლიერება მიაჩნიათ. პარტიული სიიდან, რეზო ხარაზი ამბობს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებისგან, ანგარიშები სისტემატურად მოისმინონ. მისი შეფასებით, ეს თვითმმართველობის მუშაობას, უფრო გამჭვირვალესა და სანდოს გახდის.
ვახტანგ კალოიანის პირველი ინიციტივა გახმაურებულ „ამბასადორს“ უკავშირდება. „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერს, არც მეტი, არც ნაკლები, გეგმაში აქვს, დაარწმუნოს ყველა, უკვე აგებულ შენობაში რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნას, ინვესტორს კი სასტუმროსთვის ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.
აქტიური მოქალაქეების ჩართულობით, განაშენიანების გეგმის გადახედვა და სისრულეში მოყვანა – თუ შესაძლებლობა მიეცემა, ასე აპირებს მუშაობის დაწყებას, „ლელო საქართთველოსთვის“ სიის პირველი ნომერი. ირაკლი კუპრაძე გეგმავს, იზრუნოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც.
რა იქნება პირველი ინიციცატივა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრები დააყენებენ კოლეგების წინაშე, ბათმელების სასარგებლოდ. 30 კაციანი პარტიული სიიდან TV25-თან საუბარი არცერთმა ისურვა.