ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად. ახლა სადღაც უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის [გიორგი გახარია] ამბობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის მართლების პოზიცია. საერთოდ არავინ ფიქრობდა არც კოკაინზე, არც მსგავს საკითხებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად. ახლა სადღაც უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის [გიორგი გახარია] ამბობს, საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია „ბანკებით“ სირბილი. როდესაც ყველაზე ობიექტური ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გარდა მხოლოდ მისი მხრიდან. ესეც ძალიან უხერხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.