გურჯაანში, ახტალას პარკში 6 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხების მიერ დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების წამროებული 50-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო.
ფესტივალზე მოწყობილი იქნება მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ისტორიის პავილიონები, ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 6 ოქტომებრს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება.
ღონისძიება ღვინის ეროვნული საგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით იმართება.
წყარო: 1tv
ფოტო: 1tv