გრიგოლ გეგელია: საარჩევნოდ ევროპარლამენტის დელეგაციაში 7 ევროპარლამენტარი იქნება

230

„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ევროპული პარლამენტის სადამკვირვებლო მისიაში 7 ევროპარლამენტარი და პარლამენტის ადმინისტრაციული თანამშრომლები იქნებიან. როგორც გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, დასავლეთი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი.

„ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ამ არჩევნებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. არჩევნებს დააკვირდება არამარტო ეუთო/ODHIR-ის მასშტაბური წარმომადგენლობა, IRI და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, არამედ თავად ევროპარლამენტარებიც. დასავლეთი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს ევროპარლამენტარები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართველი ერის გეოპოლიტიკური არჩევანი და ამ ხელისუფლების კურსი აცდენილია ერთმანეთს. ახლა არის ის უნიკალური მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი ცივილიზაციური არჩევანი ამ სახელმწიფოს მომავლისა და პერსპექტივის გადასარჩენად”,- აღნიშნავს გეგელია.