ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო

314

„ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას მერიასთან ხმაური მოჰყვა. ნიკა ნარსია მერიის შესასვლელთან სტიკერების წარწერებით – “ნუ გვისმენთ” გააკვრას ცდილობდა.

როგორც ნარსია აცხადებს, ის ამ ფორმით ფარულ მიყურადღებას აპროტესტებს. მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვის სამსახურმა არ მისცა. დაცვის თანამშრომლებმა მას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს.

ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა. ნარიამ შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.