რისი რეფერენდუმი? რეფერენდუმი არ ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მოახლოებული არჩევნები რეფერენდუმი.
კალაძის თქმით, მისი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.
„როგორც ხედავთ, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რომ ხალხს გავაგებინოთ, თუ რას გავაკეთებთ, რა გამოწვევები და სირთულეები გვაქვს.
ეს არის ადგილობრივი არჩევნები, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა პროცენტიც არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ის ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, 2024 წელს. შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.