ხონში საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია და მაჟორიტარობის კანდიდატები გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა, აკაკი ბობოხიძემ, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ წარადგინეს.
გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანა ზღვარზეა, რომლის იქითაც დიდი საფრთხეა.
„ჩემი აზრით თავისუფალი ქვეყანა წარმატებულია იქ, სადაც ინიციატივა და წარმატება აქვთ წესიერ, პატიოსან, განათლებულ ადამიანებს, ვინც ხალხს ემსახურება და ასეთი კანდიდატი ჰყავს აქ ოპოზიციას ზურა ჯიბუხაიას სახით, ვისაც მინდა წარმატება ვუსურვო ამ არჩევნებში და მერე თქვენთან ერთად.
მოკლედ მინდა ვთქვა, რომ წლებია ეს ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ, მაგრამ მე მგონია რომ ახლა ვართ იმ ზღვარზე, რომლის იქითაც დიდი საფრთხე გვაქვს, რომ მარტო ჩვენ კი არა ამ თაობას ან ჩვენზე ახალგაზრდებს, ვინც ჩვენ გარშემოა, არამედ მომავალ თაობებს წაერთვას შანსი, რომ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ამიტომ ჩვენი ვალი, მორალური და ისტორიული მისია, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, მტრებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, არ მივცეთ ამის შესაძლებლობა. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით, მაგრამ გამარჯვება არ არის ნებისმიერ ფასად გამარჯვება, აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა მოხდება მერე. ჩემი აზრით თავისუფალი ქვეყანა წარმატებულია იქ, სადაც ინიციატივა და წარმატება აქვთ წესიერ, პატიოსან, განათლებულ ადამიანებს, ვინც ხალხს ემსახურება და ასეთი კანდიდატი ჰყავს აქ ოპოზიციას ზურა ჯიბუხაიას სახით, ვისაც მინდა წარმატება ვუსურვო ამ არჩევნებში და მერე თქვენთან ერთად. მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ელენეს, ხატიას, ყველას. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ამ რეჟიმს წერტილი უნდა დავუსვათ. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ თავისუფალი ქვეყანა გვჭირდება, სადაც ზურაბ ჯიბუხაიას ნაირი ხალხი არის სახელმწიფოს და ხალხის სამსახურში. მადლობა ყველას და წარმატებები ზურას.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის თქმით, 2 ოქტომბერი უნდა გახდეს ძალიან დიდი დასაწყისი საქართველოში.
„მინდა ყველას მოგესალმოთ ძვირფასო ხონელებო, ყოველთვის ძალიან მიხარია როცა ვარ თქვენთან. პოლიტიკით ყოველთვის დამუხტულია ხონი და არაჩვეულებრივი მაგალითები გვაქვს თუ როგორ იბრძოდა თითოეული თქვენთაგანი იმისთვის, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონოდა. ხშირად გვესმის, რომ ხონი აქტიურია, აქტიურია იმიტომ რომ კარგად ესმით ხონში, ისევე ალბათ როგორც ბევრს სხვა ადგილას თუ რას ნიშნავს პოლიტიკა, რას უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკა. კარგად ესმით, კარგად აანალიზებენ თუ რატომ არის ის ცვლილებები საჭირო, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2 ოქტომბრის შემდეგ. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს ნორმალურად, გვქონდეს ნორმალური სასამართლო, თუ ჩვენ არ გვინდა რომ ბიუროკრატია ხრავდეს ბიუჯეტს და ნორმალური ხალხი მუშაობდეს ადგილებზე, თუ ჩვენ გვინდა რომ ხალხს არ ეშინოდეს ქუჩაში გასვლა, სამუშაო ადგილები იყოს, საქართველოს ჰქონდეს თავისი ადგილი მთელ მსოფლიოში, მაშინ ამ არჩევნებზე ჩვენ, ბუნებრივია ყველა წესის დაცვით, უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ოპოზიციას. უნდა მივცეთ ხმა ისეთ ადამიანებს, როგოროც ზურაბ ჯიბუხაიაა. თავისი შრომითა და ბრძოლით, დღემდე ისე მოვიდა, არასდროს უკან არ დაუხევია, მე ვიცი რომ თითქმის მთელი ხონი უჭერს მხარს და ძალიან ახლოა ეს გამარჯვება, როცა ჩვენ მის გამარჯვებასაც ვიზეიმებთ, ოპიზიციის გამარჯვებასაც ვიზეიმებთ და ამ ქვეყნის წარმატებულ მომავალს ჩავუყრით კიდევ ერთხელ საფუძველს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან , მიხარია რომ ხატიაა აქ, მას წარმატებას ვუსურვებ ქუთაისში, მიხარია რომ ელენეა აქ, მას და მის მოძრაობას ვუსურვებ წარმატებას და მთლიანობაში 2 ოქტომბერი უნდა გახდეს ძალიან დიდი დასაწყისი საქართველოში,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
ხონში საერთო ოპოზიციური მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
ზურაბ ჯიბუხაია – მერობის კანდიდატი.
შორენა ჭოლოკავა – დედალაურის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი.
გოჩა ჯიბუხაია – ნახახულევის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ლაშა გედენიდზე – გორდი, კინჩხა, ძეძილეთი, ქვედის მაჟორიტარობის კანდიდატი.