“ქართულო ოცნების” აგვისტოს თვის ტოპ-შემწირველთა შორის, შპს “ზღვის პროდუქტებია”, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი, ფოთელი ბიზნესმენ გურამ წიწილაშვილის ვაჟი დავით წიწილაშვილია. კომპანიამ “ქართულ ოცნებას” 100 ათასი ლარი შეწირა.
გარდა ამისა, დავით და გურამ წიწილაშვილებმა “ქართულ ოცნებას”, გასულ წელს, ჯამში, 120 ათასი ლარი შეწირეს.
გურამ წიწილაშვილი მანამდე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიც იყო, მან 2012 წელს იმჟამინდელ მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი ჩაურიცხა.
გურამ წიწილაშვილის სიძე – ალექსანდრე თოფურია, ბოლო მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და წინა ორი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.
კულუარული ინფორმაციით, თოფურია, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, დეპუტატობისთვის, ხოლო წელს, მერობის კანდიდატობისთვის იბრძოდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, მმართველმა პარტიამ არჩევანი სხვებზე გააკეთა. თოფურიას სამომავლო გეგმები, ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო: TSpress