ფატი ჯაბნიძე, საწარმო „კერკში“ მუშაობს. სოფელ ზვარეში მცხოვრებმა სამსახური სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანაში, პანდემიის ფონზე ათასობით მოქალაქე შემოსავლისა და სამსახურის გარეშე დარჩა. ხილის გადამამუშავებელი ობიექტი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, სოფლის მეურნეობის სამნისტროს მიერ მოწყობილი და უფუნქციოდ დარჩენილ ლოჯისტიკური ცენტრის გვერდით, ევროკავშირის თანადაფინასებით მოეწყო. ახლა აქ, დღის განმავლობაში 23 თანამშრომელი ასობით კილოგრამ პროდუქციას ამუშავებს. მათ შორის ჩირსა და ნუგბარს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ევროკავშირის სიკეთეები სხვა სოფლებთან ერთად, განსაკუთრებით შესამჩნევია სოფელ ვაიოში. აქ მრავალფეროვანი პროექტები ორგანიზაციამ, 2 მილიონი გრანტიდან დააფინანსა. თანხა ქედის მუნიციპალიტეტს, სოფლებისა და დაბების განვითარება – გაძლიერებისთვის 2017 წელს გამოუყო. „ ღვინის წარმოება“, „ საოჯახო მარანი“, „ღვინის საწარმო“, „მეფუტკრეობის მეურნეობა“ , „ქართული სამზარეულოს ჩვენება“ – ახალმა პროგრამებმა ადგილობრივების განცხადებით, სოფლის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. გაშენდა ძვირადღირებული საღვინე ყურძენი. მოსახლეობა ამბობს, რომ „საოჯახო მარნებიც“ საკმაოდ მომგებიანია.
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საგრანტო კომპონენტზე 1 მილიონი ევრო დაიხარჯა, სულ, 97 ბიზნეს – სოციალური პროექტი დაფინასდა. ამის გარდა, მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლა, ენერგოეფექტური დანადგარებით აღიჭურვა.
2 მილიონი ევროს სახით გრანტი ევროკავშირმა, ქედასთან ერთად, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტსაც გამოუყო. პროექტი „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „CENN“ – მა დონორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა.