უგულავა: ბოლნისში ევროპული საქართველოს სააგიტაციო მანქანას ქვები დაუშინეს

1092

პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის – გიგი უგულავას თქმით, ბოლნსში პარტიის სააგიტაციო მანქანას ქვები დაუშინეს. ამის შესახებ უგულავა Facebook-ზე წერს.

შსს-ში ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი