ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ტვიტერზე წერს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა. ევროპარლამენტარი ამ გადაწყვეტილებას შესანიშნავ სიახლეს უწოდებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 25 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.